The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მედეა ნამორაძე

მედეა ნამორაძე
დაბადების თარიღი:5 ოქტომბერი, 1951  (72 წლის)
კატეგორია:მომღერალი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის II მუსიკალური სასწავლებელი, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1975 წელს(ვოკალური).

მოსკოვის კონსერვატორიაში გაიარა ასისტენტურა-სტაჟირების კურსი, პედაგოგები ბ. რუდენკო, ზ. სოტკილავა; 1966 წელს თბილისის რუსთაველის თეატრში კამერულ ორკესტრთან ერთად შედგა საკონცერტო დებიუტი; 1968 წლიდან საქართველოს ფილარმონიის, "მოსკონცერტისა" და "როსკონცერტის" სოლისტი; 1978 წლიდან ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი, დებიუტი - ვიოლეტა(ვერდი "ტრავიატა"); 1989 წლიდან ცხოვრობს და მოღვაწეობს აშშ-ში; 1989-1992წწ. ატარებდა მასტერკლასებს ქ. ლოიოლას უნივერსიტეტში; 1993 წლიდან არის ქ. შენანდოს კონსერვატორიის დოქტორი, ქ. ვინჩესტერის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; მონაწილეობდა ქართველ კომპოზიტორთა საავტორო კონცერტებში; გაკეთებული აქვს 100-მდე რომანსის საარქივო ჩანაწერი; უცხოეთში ქართული მუსიკის პროპაგანდისტი; თანამშრომლობს: გ. და ზ. აზმაიფარაშვილები, ნ. ანდღულაძე, ნ. და ო. დიმიტრიადები, ა. ერქომაიშვილი, ჯ. კახიძე, დ. მახაშვილი, დ. მირცხულავა, ზ. სოტკილავა, მ. სპარაშინო, რ. ტაკიძე, მ. ფანიაშვილი, ე. ძამაშვილი, ზ. ხუროძე, თ. ჯაფარიძე; ქართული რეპერტუარი: მარო(ზ. ფალიაშვილი "დაისი"), ქეთო(ვ. დოლიძე "ქეთო და კოტე"), მარგალიტა, ფოსტალიონი(ო. თაქთაქიშვილი "პირველი სიყვარული"), მწყემსი ქალი(ს. ცინცაძე "განდეგილი"); ვოკალურ-ინსტრუმენტული: ო. თაქთაქიშვილი "ლირიკული სიმღერები", "სატრფიალო სიმღერები", ს. ცინცაძე "ხუთი რომანსი პ. გრუზინსკის ლექსებზე", ა. შავერზაშვილი კონცერტი მაღალი სოპრანოსა და ორკესტრისათვის(1982, პირველი შესრულება), მ. დავითაშვილ ვოკალური ციკლი ა. კალანდაძის ლექსებზე, ქართული რომანსები; სხვა რეპერტუარი: ვიოლეტა, ჯილდა, ოსკარი(ვერდი "ტრავიატა", "რიგოლეტო", "ბალ-მასკარადი"), როზინა(როსინი "სევილიელი დალაქი"), ცერლინა(მოცარტი "დონ ჟუანი"), მიუზეტა(პუჩინი "ბოჰემა"), ადინა(დონიცეტი "სიყვარულის ნექტარი"), ფრასკიტა(ბიზე "კარმენი"), იოლანტა(ჩაიკოვსკი "იოლანტა"), როსინი "Stabat Mater" და "პატარა საზეიმო მესა", მოცარტი საკორონაციო მესა და დიდი მესა C-dur, პულენკი "Gloria"; გასტროლები: სსრკ, აშშ, გერმანია, უნგრეთი, პოლონეთი, ავსტრალია; საოპერო მომღერალი, სოპრანო.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 360

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2011 - წლის საუკეთესო პედაგოგი (აშშ)
  • 1969 - ამიერკავკასიის მუსიკოს-შემსრულებელთა კონკურსი, II პრემია

გააზიარე: