Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ჰენრიხ ნეიჰაუზი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ელიზავეტგრადი, უკრაინა. დაამთავრა პეტროგრადის კონსერვატორია 1915 წელს. თავდაპირველად მეცადინეობდა მამასთან, პიანისტ და პედაგოგ გუსტავ ნეიჰაუზთან(1847-1938), შემდეგ ლ. გოდოვსკისთან; 1916-1918წწ. იყო თბილისის მუსიკალური სასწავლებლის პედაგოგი; 1918-1922წწ. ქ. კიევის კონსერვატორიის პროფესორი; 1922-1964წწ. ქ. მოსკოვის კონსერვატორიის პედაგოგი, 1919 წლიდან პროფესორი; ქართველი მოწაფეები: ქ. ჯიქია, ა. ნიჟარაძე, ნ. ცინცაძე; სხვა მოწაფეები: ს. რიხტერი, ე. გილელსი, ი. ზაკი, ე. მალინინი, ე. მოგილევსკი, ვ. გორნოსტაევა, ა. ვედერნიკოვი, ლ. ნაუმოვი, ბ. მარანც, ს. ნეიჰაუზი(ვაჟიშვილი); XX-საუკუნის 20-50-იან წლებში სისტემატურად ჩამოდიოდა თბილისში, მართავდა კამერულ და სიმფონიურ კონცერტებს, ატარებდა მასტერკლასებს, გაკვეთილებს; მეგობრობდა ქართველ მუსიკოსებთან, მხატვრებთან და პოეტებთან; წარმოშობით გერმანელი, რუსი პიანისტი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 365 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |