The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი თუმანიშვილი

გიორგი თუმანიშვილი
დაბადების თარიღი:1774
გარდაცვ. თარიღი:1837  (63 წლის ასაკში)
კატეგორია:კალიგრაფი, პოეტი

ბიოგრაფია

1790 წლიდან იყო ჯერ ერეკლე II-ის, შემდეგ გიორგი XII-ის მდივან-მწიგნობარი, ხოლო მოგვიანებით ჩაირიცხა რუსეთის სახელმწიფო სამსახურში; 1820 წელს მან  სტატსკი სოვეტნიკის ჩინი მიიღო; დიდი წვლილი მიუძღვის ქართული ლიტერატურის ძეგლთა შეკრებისა და გამრავლების საქმეში. მისი დავალებით გადაიწერა მრავალი ქართული ხელნაწერი. გ. თუმანიშვილი ბესიკისა და საიათნოვას პოეტური სკოლის მიმდევარია. ის ასევე არის "ვეფხისტყაოსნის" ერთ-ერთი ინტერპოლატორი. მწიგნობარი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.- თბ., 1980.- გვ. 9; კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.82


გააზიარე: