The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი თუმანიშვილი

გიორგი თუმანიშვილი
დაბადების თარიღი:8 თებერვალი, 1854
გარდაცვ. თარიღი:26 იანვარი, 1920  (65 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ხოჯივანქის სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:პოეტი, პუბლიცისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის გიმნაზია 1871 წელს, 1875 წელს კი ნოვოროსიის(ოდესის) სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართლის კანდიდატის წოდებით.

გარკვეული დროით მსახურობდა ქ. ფოთის სასამართლო უწყებაში, შემდგომ მეფისნაცვლის კანცელარიაში საგლეხო განყოფილების უფროსად. 1891 წელს  ის გადადგა სამსახურიდან. იმავე წელს ნ. ნიკოლაძისგან შეიძინა გაზეთი "ნოვოე ობოზრენიე", რასაც ვ. და კ. თუმანიშვილებთან ერთად გამოსცემდა 1903 წლამდე. გ. თუმანიშვილის სტატიები და წერილები იბეჭდებოდა იმდროიდელ პროგრესულ პრესაში; თანამშრომლობდა "დროებასა" და "ივერიაში"; 1878-1879წწ. გამოსცა ქართული "ალმანახი"; შექმნა ქართული საგამომცემლო ამხანაგობა, რომელმაც პირველად გამოსცა წიგნად ნ. ბარათაშვილისა და სხვა ქართველი პოეტების თხზულებანი. გ. თუმანიშვილს სხვადასხვა საკითხზე გამოცემული აქვს მრავალი ნაშრომი. მონაწილეობდა კავკასიაში საერობო დაწესებულებათა და თბილისის პოლიტექნიკუმის დაარსებაში. იყო კავკასიათმცოდმეობის კურსებისა და საზოგდოებრივი კლუბების ორგანიზატორი. აქტიურად მონაწილეობდა ქართული თეატრის საქმიანობაში. იყო ქართული თეატრალური ამხანაგობის ერთ-ერთი დამაარსებელი. საზოგადო მოღვაწე.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.- თბ., 1980.- გვ. 9; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.132

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: