The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზაქარია მაისურაძე

ზაქარია მაისურაძე
დაბადების თარიღი:10 მარტი, 1912
გარდაცვ. თარიღი:26 იანვარი, 1971  (58 წლის ასაკში)
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 1938 წელს.

1939-1959წწ. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. 1944-1971წწ. მუშაობდა ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტში(1956 წლიდან მცირე და გამოყენებით ხელოვნებათა განყოფილების გამგე). ნამუშევრები: სერია "ირმები"(1952-1960, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, საქართველოს სამხატვრო გალერეა, ავტორის ოჯახის კუთვნილება), კომპოზიციები ქართული ხალხური ზღაპრების თემებზე(მცირე, მრგვალი პლასტიკა, 1952-1955, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, ავტორის ოჯახის კუთვნილება), დეკორატიული პანო "მოსავლის აღება"(1953, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი), კერამიკულ ფილებზე შესრულებული დეკორატიული კომპოზიცია "ბერიკაობა"(1957-1959, საქართველოს სამხატვრო გალერეა) და სხვ. ავტორია ნაშრომებისა ძვ. ქართული კერამიკის შესახებ). მხატვარ-კერამიკოსი.

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.636; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. 6.-თბ., 1983.-გვ.367; http://gch-centre.ge/index.php?fullid=77&Id_pg=3&Id_leng=geo&key=full&sercharea=

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1967 - საქართველოს დამსახურებული მხატვარი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: