The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თენგიზ მაისურაძე

თენგიზ მაისურაძე
დაბადების თარიღი:3 აგვისტო, 1930
გარდაცვ. თარიღი:15 ივლისი, 2003  (72 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწოფო აკადემიურ თეატრთან არსებული დრამის სტუდია 1950 წელს.

1967-1975წწ. მსახიობად მუშაობდა კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრში, 1967-1975წწ.- რუსთავის თეატრში, ხოლო 1975 წლიდან კვლავ კ. მარჯანიშვილის სახელობის სახელმწოფო აკადემიური თეატრის მსახიობია; 1970-1976წწ. პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისის საცირკო-საესტრადო სასწავლებელში. აქტიურად მოღვაწეობდა კინოში, სატელევიზიო დადგმებსა და რადიოსპექტაკლებში. მისი შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია ხევისბერი (ა. ყაზბეგის "მოძღვარი"), ჯარისკაცი, ბრიგადირი, ვახტანგ ხანი (პ. კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი", "კოლმეურნის ქორწინება", "კახაბერის ხმალი"), ხირიმიანცი, გრენგოლმი (შ. დადიანის "ნაპერწლიდან", "გუშინდელნი"), შოშია (ნ. დუმბაძის "საბრალდებო დასკვნა"), ქოხსალამურა (ლ. გოთუას "გმირთა ვარამი"), რანგო (ე. როსტანის "სირანო დე ბერჟერაკი"), ჯამბაკური (მ. ელიოზიშვილის "ბერიკონი") და სხვ. გამორჩეული იყო მერძევე ტივიეს როლი ვ. აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიის თეატრის მიუზიკლში "მევიოლინე სახურავზე" (შ. ალეიხემის მიხედვით. რეჟ. გ. ლორთქიფანიძე); მონაწილეობდა სატელევიზიო დადგმებსა და რადიოსპექტაკლებში. გადაღებულია ფილმებში: "უდიპლომო სასიძო" (ზურაბი, რეჟ. ლ. ხოტივარი, 1961), "დათა თუთაშხია" (მახო, რეჟისორები: გ. ლორთქიფანიძე, გ. გაბესკირია, 1978); "თეთრი ბაირაღები" (გამცემლიძე, რეჟისორი გ. ლორთქიფანიძე, 1990). 

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.636; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.309; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.468

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1996 - ღირსების ორდენი
    ქართული ხელოვნებისა და კულტურის დარგში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისა და ახალგაზრდა თაობების აღზრდის საქმეში დიდი დამსახურებისათვის
  • 1979 - საქართველოს სახალხო არტისტი

გააზიარე: