| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თენგიზ მაისურაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწოფო აკადემიურ თეატრთან არსებული დრამის სტუდია 1950 წელს. 1967-1975წწ. მსახიობად მუშაობდა კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრში, 1967-1975წწ.- რუსთავის თეატრში, ხოლო 1975 წლიდან კვლავ კ. მარჯანიშვილის სახელობის სახელმწოფო აკადემიური თეატრის მსახიობია; 1970-1976წწ. პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისის საცირკო-საესტრადო სასწავლებელში. აქტიურად მოღვაწეობდა კინოში, სატელევიზიო დადგმებსა და რადიოსპექტაკლებში. მისი შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია ხევისბერი (ა. ყაზბეგის "მოძღვარი"), ჯარისკაცი, ბრიგადირი, ვახტანგ ხანი (პ. კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი", "კოლმეურნის ქორწინება", "კახაბერის ხმალი"), ხირიმიანცი, გრენგოლმი (შ. დადიანის "ნაპერწლიდან", "გუშინდელნი"), შოშია (ნ. დუმბაძის "საბრალდებო დასკვნა"), ქოხსალამურა (ლ. გოთუას "გმირთა ვარამი"), რანგო (ე. როსტანის "სირანო დე ბერჟერაკი"), ჯამბაკური (მ. ელიოზიშვილის "ბერიკონი") და სხვ. გამორჩეული იყო მერძევე ტივიეს როლი ვ. აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიის თეატრის მიუზიკლში "მევიოლინე სახურავზე" (შ. ალეიხემის მიხედვით. რეჟ. გ. ლორთქიფანიძე); მონაწილეობდა სატელევიზიო დადგმებსა და რადიოსპექტაკლებში. გადაღებულია ფილმებში: "უდიპლომო სასიძო" (ზურაბი, რეჟ. ლ. ხოტივარი, 1961), "დათა თუთაშხია" (მახო, რეჟისორები: გ. ლორთქიფანიძე, გ. გაბესკირია, 1978); "თეთრი ბაირაღები" (გამცემლიძე, რეჟისორი გ. ლორთქიფანიძე, 1990). წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.636; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.309; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.468 Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

