The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი თუმანოვი

გიორგი თუმანოვი
ოფიციალური სახელი:გიორგი თუმანიშვილი
დაბადების თარიღი:31 ოქტომბერი, 1872
გარდაცვ. თარიღი:11 დეკემბერი, 1937  (65 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა პეტერბურგის მიმოსვლის გზათა ინჟინრების ინსტიტუტი 1896 წელს.

1896-1899წწ. მუშაობდა თბილისი-ერევანის ხაზის მშენებლობაზე; 1899-1902წწ. იყო ამ ხაზის საექსპლუატაციო უბნის უფროსი; 1906-1918წწ. ამიერკავკასიის რკინიგზის სამმართველოს ინჟინერი; 1912-1915წწ. კახეთის რკინიგზის მშენებლობის მთავარი ინჟინრის მოადგილე, 1915-1918წწ. ამ გზის მმართველი; 1918-1919წწ. საქართველოს გზატკეცილების სამმართველოს უფროსი; 1919-1925წწ. კახეთის რკინიგზის დირექტორი და ამიერკავკასიის რკინიგზის   სამმართველოს კონსულტანტი; 1922-1923წწ. ნატანები-ოზურგეთის რკინიგზის მშენებლობის მთავარი ინჟინერი; სენაკი-გაგრის რკინიგზის მშენებლობის მთვარი ინჟინერი (1925) და სხვ. დახვრიტეს 1937 წლის 11 დეკემბერს. რკინიგზის მშენებელი. რეპრესირებული.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.- თბ., 1980.- გვ. 9

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1934 - სოციალისტური შრომის გმირი

გააზიარე: