The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შალვა კრინიცკი

ოფიციალური სახელი:შალვა დარახველიძე
დაბადების თარიღი:6 ოქტომბერი, 1884
გარდაცვ. თარიღი:2 თებერვალი, 1961  (76 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დონის როსტოვი
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა ნოვოროსიის (ოდესის) უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1910 წელს.

შეისწავლა მომწამვლელი საომარი ნივთიერებებით, აგრეთვე პარტახტიანი ტიფით, ცოფით, კიბოთი გარდაცვლილთა პათოლოგიური ანატომია. საბჭოთა მედიცინაში იგი ითვლება კლინიკურ-ანატომიური მიმართულების დამნერგავად. ქართველი საბჭოთა პათოლოგანატომი, პათოლოგანატომიური სამსახურის ერთერთი ორგანიზატორი სსრკ-ში. 1921–1961წწ. იყო როსტოვის სამედიცინო ინსტიტუტის პათოლოგ ანატომიის კათედრის გამგე. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1917), პროფესორი (1921).

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.6.-თბ., 1983.-გვ.32; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.210

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სსრკ პათოლოგ-ანატომთა სამეცნიერო საზოგადოების გამგეობა, საპატიო წევრი

გააზიარე: