შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვახტანგ ერქომაიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქობულეთი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი 1956 წელს. 1956-1958 წლებში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას ქობულეთის საშუალო სკოლაში. 1961 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში (1966 წლიდან უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი). 1968 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის დიალექტიკური მატერიალიზმის კათედრის უფროსი მასწავლებელი, კათედრის გამგე. მონაწილეობდა საერთაშორისო კონფერენციებში (პოლონეთი, ქ. ლოძი 1977; საქართველო, ქ. თბილისი, 1980; უნგრეთი, ქ. სეგედი, 1984), არისტოტელესადმი მიძღვნილ საკავშირო კონფერენციებში (1981, 1984, 1987; წალკა-თბილისი); მონაწილეობდა ქართული ენციკლოპედიისათვის ფილოსოფიური მასალების მომზადებაში; მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდა სასკოლო და საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოების მომზადებაში; ვ. ერქომაიშვილის კვლევითი ინტერესები ფილოსოფიის ფართო პრობლემატიკას მოიცავდა: შემეცნების თეორია, დეტერმინიზმის პრობლემები, ადამიანის თავისუფლებისა და პასუხისმგებლობის პრობლემა, ერისა და იდეოლოგიის ურთიერთმიმართების საკითხები და ა.შ.; მათ შორის კი განსაკუთრებული ინტერესის სფეროს წარმოადგენდა პოზიტივისტური ფილოსოფია, განსაკუთრებით კი - ლოგიკური პოზიტივიზმი; თავის ნაშრომებში გვთავაზობს პოზიტივისტური ფილოსოფიის კრიტიკას, აჩვენებს აღნიშნული ფილოსოფიის ცალმხრივობას, მისი მიზნის მიუღწევლობასა და მეთოდოლოგიურ პრობლემებს. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1977), პროფესორი (1978). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ნეოპოზიტივიზმი და ჭეშმარიტების თეორია"; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ლოგიკური პოზიტივიზმის ძირითადი პრინციპების კრიტიკა". წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.–გვ.93; ქართული ფილოსოფიისა და თეოლოგიის ენციკლოპედია: encyclopedia.ge ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |