The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვახტანგ ერქომაიშვილი

დაბადების თარიღი:18 ოქტომბერი, 1932
გარდაცვ. თარიღი:18 მაისი, 2001  (68 წლის ასაკში)
კატეგორია:ფილოსოფოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქობულეთი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი 1956 წელს.

1956-1958 წლებში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას ქობულეთის საშუალო სკოლაში. 1961 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში(1966 წლიდან უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი). 1968 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის დიალექტიკური მატერიალიზმის კათედრის უფროსი მასწავლებელი, კათედრის გამგე. მონაწილეობდა საერთაშორისო კონფერენციებში(პოლონეთი, ქ. ლოძი 1977; საქართველო, ქ. თბილისი, 1980; უნგრეთი, ქ. სეგედი, 1984), არისტოტელესადმი მიძღვნილ საკავშირო კონფერენციებში(1981, 1984, 1987; წალკა-თბილისი). მონაწილეობდა ქართული ენციკლოპედიისათვის ფილოსოფიური მასალების მომზადებაში. მისი სამეცნიერო კვლევის ძირითადი მიმართულებები იყო თანამედროვე დასავლური ფილოსოფიის ძირითად მიმდინარეობათა ანალიზი, შემეცნების თეორიისა და დეტერმინიზმის პრობლემები. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი(1977), პროფესორი(1978).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.–გვ.93

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: