Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლამარა ბოკერია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი 1950 წელს. 1951-1952წწ. მუშაობდა გამომცემლობაში ინგლისურ-ქართული ლექსიკონის კორექტორად; 1953-1969წწ. საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტის სხვადასხვა რედაქციებში (პროპაგანდის, სოფლის მეურნეობის, საბავშვო გადაცემათა) რედაქტორად; 1968-1992წწ. კომპანია "ქართულ ტელეფილმში" უფროს რედაქტორად, სასცენარო-სარედაქციო კოლეგიის წევრად. სცენარის ავტორია ფილმების: "შორია გურჯისტანამდე" (დოკუმენტური, 1970), "სერგო ზაქარიაძე" (დოკუმენტური, 1971), "მომღერალი თიხა" (დოკუმენტური, 1975), "უკანასკნელი ნახტომი" (დოკუმენტური, 1977); "გზა ჭადრაკის დედოფლის გვირგვინისაკენ" (დოკუმენტური, 1986). ქართულად თარგმნა ახალგაზრდა თაობისათვის დღემდე საყვარელი წიგნი, ედმუნდ ნიზიურსკის "მარეკ პეგუსის არაჩვეულებრივი თავგადასავალი", ასევე ჯეკ ლონდონის არაერთი მოთხრობა. 2012 წელს ლამარა ბოკერიამ თავისი მეუღლის მუხრან მაჭავარიანის ნათელ ხსოვნას უძღვნა მემორიალური ხასიათის წიგნი "ძე ქუხილისა". წყარო: ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |