The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნუგზარ ერქომაიშვილი

ნუგზარ ერქომაიშვილი
დაბადების თარიღი:4 ოქტომბერი, 1934  (89 წლის)
კატეგორია:ხელოვნების მუშაკი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა კინემატოგრაფიის საკავშირო სახელმწიფო ინსტიტუტის საოპერატორო ფაკულტეტი 1979 წელს.

1962 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია "ქართულ ფილმში" ოპერატორის ასისტენტად, მეორე ოპერატორად ფილმებზე: "დიდოსტატის მარჯვენა" (1969), "ლევან ხიდაშელი" (1973), "ივანე კოტორაშვილის ამბავი" (1974), "მწვერვალი" (1976) და სხვ. ნუგზარ ერქომაიშვილმა გადაიღო ფილმები: "კაშხალი მთაში" (1979), "ნიკა მთაში" (1979), "როგორ ვიცხოვრო უშენოდ" (1980). არის  დამდგმელი ოპერატორი შემდეგი ფილმებისა: "რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე" (1978), "წერილები შვილებს"(1981), "დღეს ღამე უთენებია" (1983), "ბატონი ავანტიურისტები"(1985, გ. ჭელიძესთან ერთად), "ორომტრიალი" (1986), "მამა, შვილი და ნიავი" (1988), "ხედვის ანბანი" (1994), "ერთაწმინდა" (1994) და სხვ. კინოოპერატორი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.–გვ.94; ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1985 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
  • 1983 - საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს პრემია "ხუთწლედის მატიანე"
    ფილმისათვის "დღეს ღამე უთენებია"
  • 1978 - სსრკ სახელმწიფო პრემია
    ფილმისათვის "რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე"

გააზიარე: