The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სპირიდონ ესაძე

დაბადების თარიღი:1813
გარდაცვ. თარიღი:6 სექტემბერი, 1875  (62 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის ღვთისმშომლის შობის ეკლესიის ეზო, თბილისი
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი.

1835 წლიდან მსახურობდა ბრესტის ქვეით და ლიტვის ეგერთა პოლკებში. მონაწილეობდა ყირიმის (1853-1856) ომში, იბრძოდა  შავი ზღვის სანაპიროზე. მსახურობდა კავკასიის კორპუსის შტაბში. 1860 წელს გადაიყვანეს ჟანდარმთა ცალკე კორპუსში. 1863 წელს მიენიჭა პოლკოვნიკის წოდება. 1865-1875 წლებში იყო თბილისის გუბერნიის სამმართველოს უფროსი. დაჯილდოებულია წმინდა ანას, წმინდა სტანისლავის, წმინდა ვლადიმირის სხვადასხვა ხარისხის ორდენებით. რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1874). გენერალ სპირიდონ სპირიდონის ძე ესაძის მამა.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.–გვ.98


გააზიარე: