The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მაია ბურდული

მაია ბურდული
დაბადების თარიღი:26 ივლისი, 1965  (59 წლის)
კატეგორია:რეჟისორი, სცენარისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა შოთა რუსთველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის ხელოვნების ფაკულტეტი 1988 წელს; ამავე ინსტიტუტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1992 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სარეჟისორო ფაკულტეტი 1993 წელს; ქ. მოსკოვის გერასიმოვის სახელობის სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტი (ვგიკ) 2009 წელს.

1982-1983წწ. სოღანლუღის უსინათლოთა საზოგადოების ქარხანა, მუშა; 1984-1994წწ. მოსწავლე-ახალგაზრდობის რესპუბლიკური სასახლის თეატრალური სექტორის პედაგოგი; 1993-2010წწ. საქართველოს ცენტრალური ტელევიზიის სპეციალური კორესპონდენტი მოსკოვში; 1995-1999წწ. მოსკოვის საბავშვო გადაცემა "Tsiplionok"-ი, საბავშვო პროგრამების პროდიუსერი; 2000-2002წწ. შოთა რუსთველის სახელობის სახელმწიფო თატრალური ინსტიტუტის ლექტორი მსახიობის ოსტატობაში; 2000-2012წწ. პროექტი "საერთაშორისო კლუბი", დირექტორი. დამდგმელი რეჟისორია ფილმების: "დოდო ჭიჭინაძის მასტერკლასი"(დოკუმენტური, 2007), "უებრო სიყვარული"(2007), "დიდი რეპეტიცია "სოფიკო"(დოკუმენტური, 2009), "თბილისომანია"(2011); სცენარის ავტორია ფილმების: "უებრო სიყვარული"(2007), "დიდი რეპეტიცია "სოფიკო"(დოკუმენტური, 2009), "თბილისომანია"(2011).

წყარო: ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ევრაზიის ტელე-რადიო აკადემია, ნამდვილი წევრი (2009-)
  • ექვთიმე თაყაიშვილი სახელობის "აზისის“ ხელოვნებისა და კულტურის აკადემია , ნამდვილი წევრი (2007-)
  • საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2011 - ჩინეთის საერთაშორისო სატელევიზიო ფესტივალი "სეჩუანი", გრან პრი
  • 2003 - მოსკოვის საერთაშორისო თანამედროვე ფესტივალის ხელოვნების ძეგლები, ლაურეატი, ნომინაცია "ვიდეო არტი"
  • 2000 - თბილისის ფოტო ფესტივალი "შავი, თეთრი", ლაურეატი, ნომინაციაში "საუკეთესო დოკუმენტური ფოტო"
  • 1994 - სატელევიზიო კონკურის "AMA"(თბილისი), ლაურეატი, ნომინაცია "საუკეთესო ტელეკომპანია"

გააზიარე: