Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნიკოლოზ ესაკია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ფოთი. დაამთავრა ამიერკავკასიის სამთო მეტალურგიის ინსტიტუტი 1931 წელს. 1931-1932წწ. მუშაობდა ქუთაისის ბარიტის საბადოზე მთავარ ინჟინრად, თბილისის საპროექტო ინსტიტუტში-"ზაკგოსპროექტში". 1932 წელს მივლინებული იყო მოსკოვის სამთო აკადემიაში. 1933 წლიდან მონაწილეობდა მოსკოვის მეტროპოლიტენის პირველი რიგის გაშვებაში (იყო მიწისქვეშა სადგურების "ლერმონტოვოს", "მაიაკოვსკის", "ნოვოსლობოდსკაიას" მშენებლობის უფროსი); 1941 წლიდან ხელმძღვანელობდა სპეციალური ობიექტის(მთავრობის თავშესაფარი მოსკოვში), ხოლო 1942-1943წწ. გაგრა-სოხუმის რკინიგზის გვირაბების მშენებლობას, 1943-1945წწ. დანგრეული შახტების აღდგენას მოსკოვის ოლქში და ახალი ობიექტების მშენებლობას; 1945 წლიდან იყო მოსკოვის "მთავარგვირაბმშენის" უფოსის მოადგილე; II მსოფლიო ომის შემდეგ მუშაობდა აღდგენით სამუშაოებზე. 1946-1964წწ. ი. ვ. კურჩატოვთან და ს. პ. კოროლიოვთან ერთად ხელმძღვანელობდა სპეციალური მშენებლობის-ატომური მრეწველობის და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ობიექტების მშენებლობას. დიდი წვლილი შეიტანა ციმბირისა და შორეული აღმოსავლეთის სახალხო მეურნეობის განვითარებაში; 1969-1972წწ. იყო ენგურჰესის მშენებლობის სამმართველოს უფროსი, ხოლო 1972-1978წწ. "თბილმეტრომშენის" მთავარი სპეციალისტია. სამთო ინჟინერი, მიწისქვეშა ნაგებობების მშენებლობის სპეციალისტი, II რანგის გენერალ–დირექტორი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.–გვ.97 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |