The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მარიამი (ქართლის დედოფალი)

მარიამი
ოფიციალური სახელი:მარიამ დადიანი
დაბადების თარიღი:1599
გარდაცვ. თარიღი:1682  (83 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი, მცხეთა
კატეგორია:სამეფო ოჯახის წევრი

ბიოგრაფია

ქართლის დედოფალი 1634 წლიდან; 1632-1658წწ. როსტომ მეფის მეუღლე, მანუჩარ I დადიანის ასული და ლევან II დადიანის და. როსტომის გარდაცვალების შემდეგ მიათხოვეს ქართლის მეფეს ვახტანგ V-ს. 1634-1646წწ. მარიამის თაოსნობით თბილისში გადაიწერა "ქართლის ცხოვრების" კრებული, რომელიც ქართული კულტურის ისტორიაში შევიდა მარიამისეული "ქართლის ცხოვრების" სახელწოდებით. მარიამი ზრუნავდა მტრის მიერ დანგრეული ეკლესია-მონასტრების აღდგენაზე. მფარველობდა პოეტებს, მთარგმნელებს, კალიგრაფ-გადამწერებს, საერთოდ წიგნიერ, განათლებულ ხალხს. მარიამს მიეძღვნა რამდენიმე ნაწარმოები, სადაც იგი "მეორე თამარად" არის წოდებული.

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.641; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.67-68


გააზიარე: