The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მარიამი (ქართლ-კახეთის დედოფალი)

მარიამი
ოფიციალური სახელი:მარიამ ციციშვილი
დაბადების თარიღი:9 აპრილი, 1768
გარდაცვ. თარიღი:30 მარტი, 1850  (81 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სვეტიცხოვლის ტაძარი, მცხეთა
კატეგორია:სამეფო ოჯახის წევრი

ბიოგრაფია

საქართველოს უკანასკნელი დედოფალი. ქართლ-კახეთის დედოფალი, გიორგი XII - ის მეუღლე. თავად გიორგი ციციშვილის ქალიშვილი. გიორგი ბატონიშვილმა იქორწინა მასზე 1782 წელს. 

1801 წელს ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების შემდეგ, ქართველთა სურვილის საწინააღმდეგოდ, რუსი ხელისუფლები შეუდგნენ სამეფო სახლის წევრთა რუსეთში გადასახლებას, რასაც მარიამი შეეწინააღმდეგა. 1803 წლის 18 აპრილს გენერალი ი. ლაზარევი კაზაკთა რაზმით შეიჭრა დედოფლის თბილისის სასახლეში და მისი გადასახლება ძალით მოინდომა. შეურაცხყოფილმა დედოფალმა რუსი გენერალი ხანჯლით განგმირა. მარიამი დააპატიმრეს. იგი იმყოფებოდა კურსკის გუბერნიის ბელგოროდის დედათა მონასტერში როგორც პატიმარი, სადაც 1811-მდე დაჰყო. მარიამი და მისი შვილი მიხეილი რამდენიმეჯერ წერენ თხოვნას, რათა მარიამს თავისუფალი ცხოვრების ნება მისცენ. 1811 წელს მარიამსა და მის შვილს ანასტასიას მოსკოვში გადმოსახლების ნება მისცეს. 1848 წელს მარიამი ითხოვს საქართველოში დაბრუნების ნებას, რათა აქ გაატაროს სიცოცხლის უკანასკნელი დღეები და დაიმარხოს მეუღლის გვერდით. 1849 წლის აგვისტოში იმპერატორმა მარიამს საქართველოში დაბრუნების ნება მისცა. მაგრამ იგი გარდაიცვალა მოსკოვში 1850 წლის 30 მარტს. მისი ცხედარი ჩამოასვენეს საქართველოში და მცხეთაში დამარხეს.

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.641; ka.rodovid.org


გააზიარე: