The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი მარუაშვილი

გიორგი მარუაშვილი
დაბადების თარიღი:23 დეკემბერი, 1910
გარდაცვ. თარიღი:21 იანვარი, 1990  (79 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საბურთალოს პანთეონი, თბილისი
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქარელი, ტფილისის გუბერნია.

დაამთავრა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი 1933 წელს.

მუშაობა დაიწყო ს. ვირსალაძის სახელობის სამედიცონო პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში; 1944-1959წწ. და 1962-89წწ. ინსტიტუტის დირექტორია; 1959-1962წწ. იყო საქართველოს სსრ ჯანდაცვის მინისტრი, 1974 წლიდან საქართველოს სსრ ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი პარაზიტოლოგია; დანერგა საქართველოში პარაზიტოლოგიის კლინიკურ-ეპიდემიოლოგიური მიმართულება; შეისწავლის ადამიანის პარაზიტულ დაავადებებს, ბრუცელოზს და ნაწლავთა ინფექციებს. საქართველოში პირველმა გამოავლინა აგრანულოციტოზი, ვისცერული და კანის ლეიშმანიოზის ბუნებრივი კერობრიობა, ადამიანის ტრიქონელოზი ე. წ. უსიყვითლო ლეპტოსპიროზი, ტოქსოპლაზმოზი, შემოტანილი შისტომატოზი. მარუაშვილის ხელმძღვანელობით ლიკვიდირებულია ჩვენში მალარია. ექიმი-პარაზიტოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1955), პროფესორი. თბილისში არის გ. მარუაშვილის სახელობის ქუჩა.

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.643

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1966-)
  • საქართველოს სსრ V მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი
  • სსრკ მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპოდენტი (1960-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • შრომის წითელი დროშის მედალი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: