The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკოლოზ კუკუჯანოვი

ნიკოლოზ კუკუჯანოვი
დაბადების თარიღი:23 მარტი, 1896
გარდაცვ. თარიღი:16 აპრილი, 1970  (74 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ლენინგრადის სამხედრო-სამედიცინო აკადემია 1924 წელს.

1936-1939წწ. მუშაობდა იმავე აკადემიაში პროფ. ს. ფიოდოროვისა და ვ. შევკუნენკოს ხელმძღვანელობით; 1941-1942წწ. იყო ამიერკავკასიის შემდეგ კი კავკასიის და ყირიმის ფრონტების მთავარი ქირურგი; 1942 წლიდან თბილისის სამხარეო ჰოსპიტლის წამყვანი ქირურგი; 1946 წლიდან ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის სამხედრო-საველე ქირურგიის კათედრის გამგე; შეისწავლიდა თირკმლების ფუნქციას, ქოლემიურ სისხლდენას, ექინოკოკურ დაავადებას, საზარდულის თიაქარს და სხვა. ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1947), პროფესორი (1946).

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: . 6.-თბ., 1983.-გვ.63; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 223

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1968 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • შრომის წითელი დროშის ვარსკვლავი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი (2 ორდენი)
  • ლენინის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: