შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლევან მარუაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ნოვოჩერკასკი, როსტოვის ოლქი, რუსეთი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1938 წელს. 1938-1941წწ. მუშაობდა ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში; 1941-1945წწ. იმყოფებოდა მეორე მსოფლიო ომში (სტალინგრადი, 1943 წლის ბოლოდან კავკასიაში); ომის დამთავრების შემდეგ ბრუნდება ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში; 1949-1953წწ. სოხუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში გადაჰყავთ კათედრის გამგედ; 1953 წლიდან ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში კონკურსით დაიკავა ფიზიკური გეოგრაფიის განყოფილების ხელმძღვანელის თანამდებობა; 1956-1980წწ. გეომორფოლოგიის, ხოლო 1980-1992წწ. გეომორფოლოგიისა და პალეოგეოგრაფიის განყოფილების ხელმძღვანელია. ძირითადად მოღვაწეობდა გეომორფოლოგიის და პალეო-გეოგრაფიის დარგებში. მისი ავტორობითა და რედაქტორობითაა შექმნილი კაპიტალური მონოგრაფია "საქართველოს გეომორფოლოგია" (რუს. ენაზე: 1971წ.) იგი ავტორია პირველი ფუნდამენტური სახელმძღვანელოებისა საქართველოსა და კავკასიის ფიზიკურ გეოგრაფიაში, გამოსცა "პალეოგეოგრაფიული ლექსიკონი" (რუს. ენაზე, 1985); 1982 წელს მონაწილეობდა "საქართველოს წითელი წიგნის" შედგენაში. ხელმძღვანელობდა ალპინისტურ ასვლებს ყუროზე, არჯიყოლთაუზე, მყინვარწვერსა და სხვა მწვერვალებზე. 1932-1936წწ. მონაწილეობდა პამირის ექსპედიციებში. ავტორია 500-მდე სამეცნიერო და სამეცნიერო-პოპულარული ნაშრომისა, რომელთგან 30-მდე ცალკე წიგნად არის გამოცემული ქართულ, რუსულ, ინგლისურ და ჰინდის ენებზე. გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი (1954), პროფესორი (1965), მთამსვლელი. საკანდიდატო დისერტაციის თემა: "კლასტოკარსტი ცენტრალური სამეგრელოს ნეოგენურ კონგლომერატებში". დაიცვა 1947 წელს (მოსკოვის უნივერსიტეტი); სადოქტორო დისერტაციის თემა: "სამხრეთ საქართველოს ვულკანური ზეგანი (აღნაგობა, რელიეფი, განვითარების ისტორია)". დაიცვა 1952 წელს. წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.643; ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.185-186; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.557 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |