The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვახტანგ ესვანჯია

ვახტანგ ესვანჯია
დაბადების თარიღი:4 მარტი, 1931
გარდაცვ. თარიღი:23 თებერვალი, 1998  (66 წლის ასაკში)
კატეგორია:ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ნიგოითი, ახლანდელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი 1952 წელს, მოსკოვის უმაღლესი პარტსკოლა ჟურნალისტიკის განხრით 1961 წელს, შემდეგ-ეკონომიკის ფაკულტეტი 1967 წელს.

1967-1971 წლებში იყო გაზეთ "სამშობლის" რედაქტორი. 1973 წლიდან საქართველო კომპარტიის ცხაკაიას რაიკომის პირველი მდივანი. იყო საგეგმო-საბიუჯეტო კომისიის წევრი. საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი. 1983-1991 წლებში იყო საქართველოს კპ ცკ-ის გამომცემლობის რედაქტორი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.–გვ.101

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • 9 აპრილის გარემოებათა შემსწავლელო კომისია, წევრი (1989-)
  • საზოგადოება საქართველო-იტალია, პრეზიდენტი (1990-)
  • საქართველო სსრ მეცხრე მოწვევის უმაღლესი საბჭო, დეპუტატი
  • საქართველოს ჟურნალისტთა კავშირი, მდივანი
  • საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირი(ფედერაცია), წევრი (1959-)
  • უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან კულტურული კავშირის საქართველოს საზოგადოების პრეზიდიუმი, წევრი (1983-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1985 - საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი
  • ქ. ტურინის საპატიო მოქალაქე
  • ქ. ბელჯირატეს საპატიო მოქალაქე
  • ქ. პალერმოს საპატიო მოქალაქე
  • ქ. კარდიფის საპატიო მოქალაქე

ბიბლიოგრაფია

  • სახლი მთაზე : საზღვარგარეთული დეტექტივი : 10 წიგნად (რედაქტორი). - თბილისი, ინტექსი, 1991. - 320გვ.

გააზიარე: