The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ეფთვიმე I (აფხაზეთის კათოლიკოს-პატრიარქი)

Legal name:ექვთიმე საყვარელიძე
Date of birth:15??
Date of death:16??
Category:Religious leader

Biography

აფხაზეთის (დასავლეთ საქართველოს) კათოლიკოს-პატრიარქი 1578-1616 წლებში. ადრე იყო მოქვის მთავარეპისკოპოსი-მოქველი. ბიჭვინთის საკათოლიკოსოს შეუძინა დიდძალი მოძრავი ქონება: თვალ-მარგალიტით შემკული, ძვირფასი ქსოვილებისაგან დამზადებული საპატრიარქო შესამოსელი, ოქრო-ვერცხლისაგან ნაკეთები სარიტუალო ინვენტარი, მდიდრულად მოკაზმული საეკლესიო წიგნები, "ქართლის ცხოვრება", თავისივე გადაწერილი გულანი და სხვ. ამასთან პირადი ქონებაც ეკლესიის საკუთრებად აქცია. კერძოდ, ოდიშის მთავრის, ლევან II დადიანს, ადგილ-მამულის საკათალიკოსოსათვის გადასაცემად მისცა დიდი რაოდენობით ძვირფასი ნივთი. კათოლიკოსმა შეამკო მოქვის ტაძარი. სპეციალურად მოაჭედვინა და შესწირა მას მოქვის ღვთისმშობლის ხატი. მისი შეკვეთით გადაიწერა უამრავი ხელნაწერი, რომლებმაც გაამდიდრა საქართველოს თითქმის ყველა კუთხის ეკლესია-მონასტერი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.–გვ.110


Share: