The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლალი ნიკოლაძე

ლალი ნიკოლაძე
ოფიციალური სახელი:ვარლამ ნიკოლაძე
დაბადების თარიღი:31 ივლისი, 1942  (81 წლის)
კატეგორია:მხატვარი, რეჟისორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1964 წელს(ფილოლოგიური), თბილისის თეატრალური ინსტიტუტი 1971 წელს(სარეჟისორო).

მოღვაწეობდა თბილისის, ბათუმის, ქუთაისის და სხვა თეატრებში; 1992 წლიდან მოღვაწეობდა თურქეთში, სადაც დააარსა თეატრი "ექო" სმენადაქვეითებულ და უსინათლო მსახიობებისათვის; მათი ძალებით დგამდა თურქულ სერიალებს; ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას, ქ. იზმირის თეატრალური ინსტიტუტში, ქ. სტამბოლის "მალტე-პეს" უნივერსიტეტში, კათედრის გამგე; ქ. ტრაპზონის ტელევიზიით მიჰყავდა ქართულენოვანი გადაცემები; მონაწილეობდა კინოფილმებში: "მოლანდება"(1975), "ორშაბათი ჩვეულებრივი დღეა", "ზოგი ჭირი მარგებელია"(1984, ორივე), "მოდი ვილაპარაკოთ"(1986), "ტურანდოტი"(1989), "ლოლიტა"(1991); რეპერტუარი: ქართული სპექტაკლები, მუსიკალური კომედიები, მიუზიკლები, ოპერეტები: ვ. აზარაშვილი "სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი"(1983, პრემიერა), რ. კემულარია "ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი"(1983, პრემიერა), გ. ჩლაიძე "ღვთაებრივი კომედია"(1983, გ. ქარცივაძესთან ერთად), რ. ხორავა "რწყილი და ჭიანჭველა(1981), ა. ჩიმაკაძე "მაია წყნეთელი"(1985); ოპერები: გ. ჩლაიძე "დარისპანის გასაჭირი"(1977, პრემიერა ქუთაისში); სხვა დადგმები: პუჩინი "ტოსკა"(ქუთაისი), ი. მეიტუსი "ახალგაზრდა გვარდია"(1977, ქუთაისი); ლიბრეტისტი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 366


 


გააზიარე: