შესვლა |
|
|
English Georgian |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზაზა ურუშაძე
ბიოგრაფიადაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის კინოფაკულტეტი 1987 წელს. 1988-1999წწ. კინოსტუდია "ქართული ფილმი", დამდგმელი რეჟისორი; 1999-2000წწ. სააქციო საზოგადოება "ქართული ფილმი", სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; 2002-2004წწ. საქართველოს ეროვნული კინოცენტრის დირექტორი. დამდგმელი რეჟსორია ფილმების: "მათთვის, ვინც მამამ მიატოვა" (1989), "აქ თენდება" (1998), "სამი სახლი" (2008), "დარჩი ჩემთან" (2011), "ბოლო გასეირნება" (2012), "მანდარინები" (2013); სცენარის ავტორია ფილმების: "მათთვის, ვინც მამამ მიატოვა"(1989), "აქ თენდება" (1998), "სამი სახლი"(2008), "მანდარინები" (2013); პროდიუსერია ფილმების: "სამი სახლი" (2008), "მანდარინები" (2013); გადაღებულია ფილმში: "მე მოვედი" (1981). მის მიერ გადაღებული ესტონურ-ქართული პროდუქცია "მანდარინები", ნომინირებული იყო ოქროს გლობუსის საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ჯილდოზე; ასევე ნომინირებული იყო ოსკარის საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში. წყარო: ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |