შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ეფთვიმე გენათელი (მიტროპოლიტი)![]()
ბიოგრაფიამიტროპოლიტი 1776-1820 წლებში. ეკავა ჯუმათის საეპისკოპოსო. დიდი ხარჯი გასწია გელათის საეპიკოპოსოს ეკონომიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ყურადღებას აქცევდა გაპარტახებული ადგილების აღდგენას. სოფელ ბოსლევში ხელახლა დაასახლა გლეხები, ააშენა სოფელი მუხაღრუა, იქვე ააგო ეკლესიაც. იბრძოდა ცენტრალური სამეფო ხელისუფლების გაძლიერებისა და ქვეყნის გაერთიანებისათვის. 1789 წელს შედიოდა იმერეთის საერო და საეკლესიო თავკაცთა ჯგუფში, რომელთაც წინადადებით მიმართეს ერეკლე II-ს, თავისი ხელისუფლების ქვეშ გაეერთიანებინა ქართლ-კახეთისა და იმერეთის სამეფოები. 1819 წელს, იმერეთის აჯანყების დროს, ეფთვიმე გენათელი რუსეთის ხელისუფლებამ დააპატიმრა - ეგზარქოს თეოფილაქტეს ცრუ დაბეზღების გამო. იგი მიჩნეული იყო აჯანყების ერთ-ერთ მოთავედ. ეფთვიმე გენათელი სხებთან ერთად რუსეთში გადაასახლეს. 2004 წლის 1 აპრილს წმიდა ეფთვიმეს ნეშტი საქართველოში გადმოასვენეს და გელათის მონასტერში დაკრძალეს. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.–გვ.110; საქართველოს ეროვნული არქივი: archive.gov.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |