The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მარინე ნიკურაძე

დაბადების თარიღი:5 ნოემბერი, 1956  (67 წლის)
კატეგორია:კომპოზიტორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სენაკი.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1981 წელს(საკომპოზიციო).

1981-1983წწ. იყო ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის გუნდის კონცერტმაისტერი; 1984-1991წწ. საქართველოს კინოსტუდიის დოკუმენტური ფილმების სტუდიის მუსიკალური გამფორმებელი; თხზულებები, ვოკალური ციკლები - "მეგრული სიმღერები"(1976), "ტანო-ტატანო"(1977); კვინტეტი ჩასაბერი საკრავებისთვის; საფორტეპიანო ციკლები(4); საბავშვო საფორტეპიანო ციკლი(2); სავიოლინო კონცერტი(1980), კამერულ-ინსტრუმენტული ნაწარმოებები, საესტრადო სიმღერები, მათ შორის: "საახალწლო", "მოლოდინი".

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 367

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კომპოზიტორთა კავშირი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1982 - მოსკოვის სტუდენტ-კომპოზიტორთა კონკურსი, II პრემია, სავიოლინო კონცერტისათვის
  • 1978 - მოსკოვის სტუდენტ-კომპოზიტორთა კონკურსი, I პრემია, ვოკალური ციკლისათვის "ტანო-ტატანო"
  • 1977 - მოსკოვის სტუდენტ-კომპოზიტორთა კონკურსი, II პრემია, ვოკალური ციკლისათვის "მეგრული სიმღერები"

გააზიარე: