შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თემურ ნინუა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სოხუმი. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1972 წელს (თეატრალურ-დეკორატიული ფაკულტეტი). 1973 წლიდან იყო კინოსტუდია "ქართული ფილმის" დამდგმელი მხატვარი;1975 წლიდან სხვადასხვა თეატრის მხატვარი;1982 წლიდან შ. რუსთაველის სახელობის თეატრის მხატვარი, გაფორმებული სპექტაკლები:"დაკრძალვა კალიფორნიაში", "ასერგასის დღე", "სამანიშვილის დედინაცვალი", "ჰამლეტი", "პალატა №6", "ლეონსი და ლენა", "ჯარისკაცი, პრეზიდენტი და დაცვის ბიჭი", "სტიქსი" და სხვ., აქტიურად თანამშრომლობდა საქართველოსა და უცხოეთის სხვა თეატრებთან: აღსანიშნავია, ოპერისა და ბალეტის თეატრში გაფორმებული: "იყო მერვესა წელსა" (1983, - მუს. ბ. კვერნაძე, რეჟ. რ. სტურუა); კ. მარჯანიშვილის სახ თეატრში გაფორმებული - "როზენკრაცი და გილდესტერნი მკვდრები არიან" (რეჟ. დ. ანდღულაძე), ვილნიუსის რუსულ დრამატული თეატრი - "ყაჩაღები" (რეჟ. ნ. ქანთარია), ბრატისლავის დრამატული თეატრი - "ფსკერზე" ( რეჟ. გ. ქავთარაძე). წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 367 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |