The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თემურ ნინუა

თემურ ნინუა
ოფიციალური სახელი:თეიმურაზ ნინუა
დაბადების თარიღი:25 სექტემბერი, 1949
გარდაცვ. თარიღი:23 ოქტომბერი, 2013  (64 წლის ასაკში)
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სოხუმი.

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1972 წელს (თეატრალურ-დეკორატიული ფაკულტეტი).

1973 წლიდან იყო კინოსტუდია "ქართული ფილმის" დამდგმელი მხატვარი;1975 წლიდან სხვადასხვა თეატრის მხატვარი;1982 წლიდან შ. რუსთაველის სახელობის თეატრის მხატვარი, გაფორმებული სპექტაკლები:"დაკრძალვა კალიფორნიაში", "ასერგასის დღე", "სამანიშვილის დედინაცვალი", "ჰამლეტი", "პალატა №6", "ლეონსი და ლენა", "ჯარისკაცი, პრეზიდენტი და დაცვის ბიჭი", "სტიქსი" და სხვ., აქტიურად თანამშრომლობდა საქართველოსა და უცხოეთის სხვა თეატრებთან: აღსანიშნავია, ოპერისა და ბალეტის თეატრში გაფორმებული: "იყო მერვესა წელსა" (1983, - მუს. ბ. კვერნაძე, რეჟ. რ. სტურუა); კ. მარჯანიშვილის სახ თეატრში გაფორმებული - "როზენკრაცი და გილდესტერნი მკვდრები არიან" (რეჟ. დ. ანდღულაძე), ვილნიუსის რუსულ დრამატული თეატრი - "ყაჩაღები" (რეჟ. ნ. ქანთარია), ბრატისლავის დრამატული თეატრი - "ფსკერზე" ( რეჟ. გ. ქავთარაძე).

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 367

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2000 - საქართველოს თეატრის მოღვეწათა პრემია, წლის საუკეთესო მხატვარი
  • 1980 - საქართველოს თეატრის მოღვეწათა პრემია, წლის საუკეთესო მხატვარი
  • 1979 - პრაღის "კვადრენალეს" ოქროს მედალი
  • თეატრალური პრემია "დურუჯი"
  • აფხაზეთის დამსახურებული მხატვარი

გააზიარე: