შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ეფრემ I (აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი)![]()
ბიოგრაფიაეფრემ I იყო აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1497-1503 წლებში. ეფრემ კათოლიკოსი1500-1502 წლებით დათარიღებულ ორ საბუთში მოიხსენიება. ამ საბუთის გამცემი კახეთის მეფე ალექსანდრე I და მისი ვაჟები-გიორგი და დიმიტრი არიან. საგარეჯოს მამულების შემოსავლის ნაწილი საუფლისწულო მფლობელობაში ყოფილა, რაც აღნიშნული საბუთით საკათოლიკოსო საკუთრებაში გადადის. ამასთანავე, კახთა მეფე და უფლისწულები კათოლიკოსს უმტკიცებენ სამცხეთო-საკათოლიკოსო მამულს კახეთში: "რაცა მცხეთის მამული არის საჩუენოშიგა ისიც თქუნთვს მოგვხსენებია უკლებლად. თუ ვინმე მცხეთის მამულსა ძალი უყოს... თუ თქენ არ შეგეძლოს გავლენა, ჩუენ გაუვლენთ საჩუენოშიგა და საძალოთ არ ვის დავანებოთ". წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.–გვ.111
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |