The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ეფრემი

დაბადების თარიღი:12??
გარდაცვ. თარიღი:13??
კატეგორია:კალიგრაფი

ბიოგრაფია

ეფრემი (XIII-XIV სუკუნეების მიჯნა) - ქართველი მინიატიურისტი და კალიგრაფი.

1300 წელს მოქვის მთავარეპისკოპოსის დანიელის შეკვეთით გადაწერა მოქვის ოთხთავის სახელით ცნობილი სახარება, რომელიც ერთ-ერთი უმდიდრესი ქართული ხელნაწერია მინიატიურებისა და მორთული საზედაო ასოების რაოდენობის მხრივ (152 მინიატიურა, 531 საზედაო ასო). ხელნაწერის მორთულობა ტრადიციულია: 10 კამარა, ვედრება, მახარებლები ყოველი სახერების წინ, თავსამკაულები, მინიატიურები სახარების სიუჟეტებით და საზედაო ასოებით. საგანგებოდ უნდა მოვიხსენიოთ სიუჟეტის მხრივ იშვიათი გამოსახულება - ქრისტეს გენეალოგიური ხე და ღვთისმშობელი ყრმით, რომელთა წინაც მუხლი მოუყრია დანიელ მოქველს. ეფრემი მორთულობისთვის იყენებს მცენარეებს, ფრინველებისა და ცხოველთა  ფიგურებს. სახარების საზედაო ასოების ნაწილი კვანძებიანი ფერადი ზოლებით (ოქროსი, ლურჯი, წითელი) არის გამოყვანილი, ზოგი ფიგურა საკმაოდ რეალისტურადაა გადმოცემული.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.–გვ.111


გააზიარე: