Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ეფრემი![]()
Biographyეფრემი (XIII-XIV სუკუნეების მიჯნა) - ქართველი მინიატიურისტი და კალიგრაფი. 1300 წელს მოქვის მთავარეპისკოპოსის დანიელის შეკვეთით გადაწერა მოქვის ოთხთავის სახელით ცნობილი სახარება, რომელიც ერთ-ერთი უმდიდრესი ქართული ხელნაწერია მინიატიურებისა და მორთული საზედაო ასოების რაოდენობის მხრივ (152 მინიატიურა, 531 საზედაო ასო). ხელნაწერის მორთულობა ტრადიციულია: 10 კამარა, ვედრება, მახარებლები ყოველი სახერების წინ, თავსამკაულები, მინიატიურები სახარების სიუჟეტებით და საზედაო ასოებით. საგანგებოდ უნდა მოვიხსენიოთ სიუჟეტის მხრივ იშვიათი გამოსახულება - ქრისტეს გენეალოგიური ხე და ღვთისმშობელი ყრმით, რომელთა წინაც მუხლი მოუყრია დანიელ მოქველს. ეფრემი მორთულობისთვის იყენებს მცენარეებს, ფრინველებისა და ცხოველთა ფიგურებს. სახარების საზედაო ასოების ნაწილი კვანძებიანი ფერადი ზოლებით (ოქროსი, ლურჯი, წითელი) არის გამოყვანილი, ზოგი ფიგურა საკმაოდ რეალისტურადაა გადმოცემული. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.–გვ.111
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |