შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი გერსამია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ქ. მოსკოვის კინემატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტის კინოსაოპერატორო ფაკულტეტი 1962 წელს. 1962 წლიდან კინოსტუდია "ქართული ფილმი", დამდგმელი ოპერატორი; საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი. დამდგმელი ოპერატორია ფილმების: "მიხა" (1965), "დიდი მწვანე ველი" (1967), "არაჩვეულებრივი გამოფენა" (1968), "გზა მშვიდობისა, ჯაყო!" (1973), "გზის დასაწყისი" (1982), "ჭიდაობას რა უნდა" (1986), "ხვეული კიბით" (2001), "მეიდანი-სამყაროს ჭიპი" (დოკუმენტური, 2004), "მონეტა" (2005), "ჯაყოს ხიზნები" (2009) და სხვ. უმაღლესი კატეგორიის კინოოპერატორი (1989). წყარო: ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.340 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |