შესვლა |
|
|
English Georgian |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თენგიზ მაღალაშვილი
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი 1954 წელს. 1954-1956წწ. მუშაობდა კინოსტუდია "ქართულ ფილმში“ რეჟისორის ასისტენტად; 1956-1958წწ. ქუთაისის თეატრში რეჟისორად; 1960 წელს იყო თელავის თეატრის მთავარი რეჟისორი, 1964-1975წწ. - კინოსტუდია "ქართული ფილმის" რეჟისორი, საბავშვო ფილმების კინოკავშირის სექციის და საბავშვო თეატრების საერთაშორისო ასოციაციის წევრი. მის მიერ მოზარდ მაყურებელთა თეატრში განხორციელებული დადგმები: სულხან-საბა ორბელიანის "სიბრძნე სიცრუისა"(ნ. ხატისკაცთან ერთად, რუსთაველის თეატრი), ქ. ქუჩუკაშვილის "კონკია"; "სადა ხარ, სოფიკო?" და "დღეს ჩვენ ვფიქრობთ ბარათაშვილზე"(პიესების ავტორი თ. მაღალაშვილი); ფ. შილერის "ორლეანელი ქალწული"; არის რეჟისორი მოკლემეტრაჟიანი და მხატვრული ფილმებისა: "ძნელი დასაწყისი"(1982), "არსენას სიმღერა". თეატრისა და კინოს რეჟისორი. წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.646 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |