The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ოლღა ნინუა-ცაგურია

ოლღა ნინუა-ცაგურია
დაბადების თარიღი:28 მაისი, 1905
გარდაცვ. თარიღი:15 მაისი, 1936  (30 წლის ასაკში)
კატეგორია:მომღერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სოხუმი.

დაამთავრა ქ. სოხუმის ქალთა გიმნაზია.

1914-1915წწ. სწავლობდა ქ. ტულის კონსერვატორიაში, 1922-1926წწ. ქ. მოსკოვის სასწავლებელში (ვოკალური), 1926-1928წწ. სტანისლავსკის სახელობის საოპერო სტუდიაში, პარალელურად, 1927-1929წწ. მუშაობდა ამავე სტუდიაში; მოსკოვში გამოდიოდა საჩვენებელ კონცერტებზე; საჩვენებელი კონცერტებით გამოდიოდა სოხუმსა და ბათუმში; 1929 წლიდან იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი; ასრულებდა კოლორატურული სოპრანოს ყველა წამყვან პარტიას ქართულ და ოცხოურ რეპერტუარში; პარტნიორები: ლემეშევი, პიროგოვი, კოზლოვსკი, ს. ინაშვილი, დ. ბადრიძე; დირიჟორები: ი. ფალიაშვილი, ა. გველესიანი, მ. ფანიკეტი; ქართული რეპერტუარი: მარო, მარეხი (ზ. ფალიაშვილი "დაისი", "აბესალომ და ეთერი"), ცირა (მ. ბალანჩივაძე "დარეჯან ცბიერი"), ქეთო (ვ. დოლიძე "ქათო და კოტე"); სხვა რეპერტუარი: ჯილდა, ვიოლეტა (ვერდი "რიგოლეტო", "ტრავიატა"), დედოფალი (მეიერბერი "ჰუგენოტები"), დედოფალა(ოფენბახი "ჰოფმანის ზღაპრები"), მიუზეტა (პუჩინი "ბოჰემა"), როზინა(როსინი "სევილიელი დალაქი"), ნორინა (დონიცეტი "დონ პასკუალე"), მარფა (რიმსკი-კორსაკოვი "მეფის საცოლე"), ქსენია (ფემელიდი "რღვევა"), ლარისა პავლოვნა (ესპოზიტო "კამორრა"), ტრილბი (იურასოვსკი "ტრილბი"); საოპერო მომღერალი, სოპრანო.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 367



გააზიარე: