შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნარ ოვანისიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1941 წელს(ვოკალური). 1931-1937წწ. იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის გუნდის სოლისტი, 1945-1951წწ. წამყვანი სოლისტი; 1941-1945წწ. ფრონტზე გამოდიოდა კონცერტებით; 1951 წლიდან იყო ქ. ერევნის ოპერის წამყვანი სოლისტი, 1954-1963წწ. ა. სპენდიაროვის სახელობის კონსერვატორიის პედაგოგი(ვოკალი); ქართული რეპერტუარი: აბიო, ცანგალა, ენგიჩარი(ზ. ფალიაშვილი "აბესალომ და ეთერი", "დაისი", "ლატავრა"), მგოსანი(დ. არაყიშვილი "თქმულება შოთა რუსთაველზე"), მაკარი(ვ. დოლიძე "ქეთო და კოტე"); ქართული რომანსები; სხვა რეპერტუარი: ჟერმონი, რამფისი(ვერდი "ტრავიატა", "აიდა"), მეფისტოფელი(გუნო "ფაუსტი"), დონ ბაზილიო(როსინი "სევილიელი დალაქი"), ნილაკანტა(დელიბი "ლაკმე"), გრემინი, კოჩუბეი(ჩაიკოვსკი "ევგენი ონეგინი", "მაზეპა"), კონჩაკი(ბოროდინი "თავადი იგორი"), მეწისქვილე(დარგომიჟსკი "ალი"), ტირესი(სტრავინსკი "ოიდიპოს მეფე"), დავით-ბეკი(ტიგრანიანი "დავით-ბეკი"), ნადირ-შაჰი(სპენდიაროვი "ალმასტ"), ტოროსი(ბაბაევი "არწვაბედი"); ცნობილი სომეხი პოეტის ნარ-დოსის(მ. ოვანისიანი) ვაჟიშვილი; სომეხი საოპერო მომღერალი, ბანი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 371; http://ru.wikipedia.org/wiki/Ованисян,_Нар_Михайлович ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |