The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუკის გვერდზე



ნარ ოვანისიანი

ნარ ოვანისიანი
დაბადების თარიღი:30 მარტი, 1913
გარდაცვ. თარიღი:25 დეკემბერი, 1995  (82 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თოხმახის სასაფლაო, ერევანი
კატეგორია:მომღერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1941 წელს(ვოკალური).

1931-1937წწ. იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის გუნდის სოლისტი, 1945-1951წწ. წამყვანი სოლისტი; 1941-1945წწ. ფრონტზე გამოდიოდა კონცერტებით; 1951 წლიდან იყო ქ. ერევნის ოპერის წამყვანი სოლისტი, 1954-1963წწ. ა. სპენდიაროვის სახელობის კონსერვატორიის პედაგოგი(ვოკალი); ქართული რეპერტუარი: აბიო, ცანგალა, ენგიჩარი(ზ. ფალიაშვილი "აბესალომ და ეთერი", "დაისი", "ლატავრა"), მგოსანი(დ. არაყიშვილი "თქმულება შოთა რუსთაველზე"), მაკარი(ვ. დოლიძე "ქეთო და კოტე"); ქართული რომანსები; სხვა რეპერტუარი: ჟერმონი, რამფისი(ვერდი "ტრავიატა", "აიდა"), მეფისტოფელი(გუნო "ფაუსტი"), დონ ბაზილიო(როსინი "სევილიელი დალაქი"), ნილაკანტა(დელიბი "ლაკმე"), გრემინი, კოჩუბეი(ჩაიკოვსკი "ევგენი ონეგინი", "მაზეპა"), კონჩაკი(ბოროდინი "თავადი იგორი"), მეწისქვილე(დარგომიჟსკი "ალი"), ტირესი(სტრავინსკი "ოიდიპოს მეფე"), დავით-ბეკი(ტიგრანიანი "დავით-ბეკი"), ნადირ-შაჰი(სპენდიაროვი "ალმასტ"), ტოროსი(ბაბაევი "არწვაბედი"); ცნობილი სომეხი პოეტის ნარ-დოსის(მ. ოვანისიანი) ვაჟიშვილი; სომეხი საოპერო მომღერალი, ბანი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 371; http://ru.wikipedia.org/wiki/Ованисян,_Нар_Михайлович

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1964 - სსრკ სახალხო არტისტი
  • 1956 - ლენინის ორდენი
  • 1956 - სომხეთის სსრ სახალხო არტისტი

გააზიარე: