The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი კურტანიძე

გიორგი კურტანიძე
დაბადების თარიღი:25 თებერვალი, 1929  (95 წლის)
კატეგორია:მუშა

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ღორეშა, ორჯონიკიძის რაიონი (ახლანდელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტი).

1954 წლიდან მუშაობდა თბილისის ქარხანა "ცენტროლიტში" ჯერ მეკოპედ (მეყალიბე), ხოლო 1966 წ-დან მეკოპეთა ბრიგადირის ბრიგადირად. იყო საქართველოს სსრ VII - IX მოწვევებისა და სსრკ X მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, დეპუტატი; საქართველოს სსრ კომპარტიის XXII-XXV ყრილობებისა და სკკპ XXV ყრილობის დელეგატი. დაჯილდოებულია სახელმწიფო ჯილდოებით.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.86

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტი, წევრი
  • საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს ცენტრალური სარევიზიო კომისია, თავმჯდომარე
  • სკკპ, წევრი (1957-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1981 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 1977 - ლენინის ორდენი
  • 1977 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • 1974 - სოციალისტური შრომის გმირი
  • საპატიო ნიშნის ორდენი

გააზიარე: