შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ელგუჯა მაღრაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ანაგა, სიღნაღის რაიონი. დაამთავრა საკავშირო იურიდიული ინსტიტუტი 1949 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი 1952 წელს. სხვადასხვა დროს იყო ჟურნალ"ნიანგისა" და "მნათობის" მთავარი რედაქტორი, გამომცემლობა "საბჭოთა საქართველოს" დირექტორი, საქართველოს გამსახკომის თავმჯდომარე, საქლიტფონდის დირექტორი, მწერალთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე. 1951 წელს გამოაქვეყნა პირველი ნაშრომი; 1963 წელს გამოვიდა მისი პირველი წიგნი "მეველე"; ინგლისურიდან თარგმნა მაინ რიდის, ჯ. გოლზუორთის, ა.კ. დოილის, ტ. თ. მელორის და სხვათა ნაწარმოებები. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1970). წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.647; კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.276; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.38; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.591 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |