Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
იოსებ თუმანოვი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა მოსკოვის დრამატული კურსები ი. ზავადსკის ხელმძღვანელობით 1929 წელს. 1925-1932 წწ. იყო ზავადსკის თეატრ-სტუდიის მსახიობი; 1933-1934წწ. მოსკოვის მუშათა თეატრის და ახალი თეატრის (1934-1936) რეჟისორი. 1938-1946 წწ. კ. სტანისლავსკის სახელობის ოპერის თეატრის მთავარი რეჟისორი, სადაც დადგა ოპერები: მაკროუსოვის "ჩაპაევი" (1943) და ვერდის "ბალ-მასკარადი" (1946). 1946-1953 წწ. იმყოფება მოსკოვის ოპერეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე. ი. თუმანოვი სხვადასხვა პერიოდში იყო: მოსკოვის ა. პუშკინის სახ. თეატრის (1946-1953), კრემლის ყრილობათა სასახლის (1961-1964), დიდი თეატრის (1964-1970) და 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიადის გახსნისა და დახურვის საზეიმო ცერემონიალის მთავარი რეჟისორი. ი. თუმანიშვილი 1951 წლიდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტში (ქ. მოსკოვი). 1970-1981 წწ. ხელმძღვანელობდა ამავე ინსტიტუტში რეჟისურის კათედრას. ქართული სპექტაკლები: ა. ფალიაშვილი "აბესალომ და ეთერი" (1953, თბილისი), დ. თორაძე "ჩრდილოეთის პატარძალი" (1958, თბილისი); სხვა რეპერტუარი: ჩაიკოვსკი "მაზეპა" (1966, მოსკოვი), რიმსკი-კორსაკოვი "თქმულება უხილავ ქალაქ კიტეჟზე" (1966, მოსკოვი), მუსორგსკი "ხოვანშჩინა" (1967, მილანი, ლა სკალა). პროფესორი (1965). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.- თბ., 1980.- გვ. 10; ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 210 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |