შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რენო თურქია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სოხუმი. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1966 წელს. 1959 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სამხატვრო აკადემიაში. რ. თურქიას შემოქმედებისთვის დამახასიათებელია ლირიკულობა, სახვითი ემოციურობა, დახვეწილი კოლორიტი. ნამუშევრები: " შ. რუსთაველი და ჩახრუხიძე ბექა ოპიზარის სახელოსნოში" (1956, თბილისის სამხატვრო აკადემიის მუზეუმი); "შემოდგომა" (1957, მოსკოვის სამხატვრო ფონდი); "და კვლავ მუშაობა" (1977, საქართველოს სურათების გალერეა); "სამშობლოდან მოშორებით" (1977, თბილისის ჭადრაკის სასახლე). ლ. ასათიანის (1966), გ. მესხის (1966), გ. ტაბიძის (1967), მ. ლებანიძის (1972) პორტრეტები დაცულია საქართველოს სურათების გალერეაში. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.- თბ., 1980.- გვ. 18
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |