შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე კუტაისოვი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ სანქტ-პეტერბურგი. 1799-1803წწ. არტილერიის გენერალ-ინსპექტორის ა. არაქჩეევის ინსპექტორ-ადიუტანტი; 1803 წლიდა მსახურობდა არტილერიაში; 1806-1807წწ. მონაწილეობდა საფრანგეთთან ომში; 1810-1811წწ. ვენასა და პარიზში სწავლობდა აღმოსავლურ ენებს, მათემატიკასა და სამხედრო საქმეს. დაწერა ინსტრუქცია ''ზოგადი წესები არტილერიისათვის საველე ბრძოლის დროს'', სადაც ასახული იყო მოწინავე შეხედულებები არტილერიაზე, ბრძოლაში მის დაჯგუფებასა და მანევრზე. 1812წელს იყო პირველი არმიის არტილერიის უფროსი. 1812 წელს გმირულად დაიღუპა ბოროდინოს ბრძოლის დროს, სოფელ ბოროდინოს ახლოს, მოჟაისკის მახლობლად რაევსკის ბატარეებზე. I-ლი არმიის არტილერიის უფროსი(1812), რუსეთის არტილერიის სარდალი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.88; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |