The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე კუტაისოვი

ალექსანდრე კუტაისოვი
ოფიციალური სახელი:ალექსანდრე კიკიანი
დაბადების თარიღი:30 აგვისტო, 1784
გარდაცვ. თარიღი:26 აგვისტო, 1812  (27 წლის ასაკში)
კატეგორია:დიდგვაროვანი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: რუსეთი.

1799-1803წწ. არტილერიის გენერალ-ინსპექტორის ა. არაქჩეევის ინსპექტორ-ადიუტანტი; 1803 წლიდა მსახურობდა არტილერიაში; 1806-1807წწ. მონაწილეობდა საფრანგეთთან ომში; 1810-1811წწ. ვენასა და პარიზში სწავლობდა აღმოსავლურ ენებს,  მათემატიკასა და სამხედრო საქმეს. დაწერა ინსტრუქცია ''ზოგადი წესები არტილერიისათვის საველე ბრძოლის დროს'', სადაც ასახული იყო მოწინავე შეხედულებები არტილერიაზე, ბრძოლაში მის დაჯგუფებასა და მანევრზე. 1812 წელს გმირულად დაიღუპა ბოროდინოს ბრძოლის დროს, სოფელ ბოროდინოს ახლოს, მოჟაისკის მახლობლად რაევსკის ბატარეებზე. I-ლი არმიის არტილერიის უფროსი(1812), რუსეთის არტილერიის სარდალი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.88

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1812 - ბოროდინოს ბრძოლის გმირი
  • 1806 - გენერალ-მაიორი
  • წმინდა გიორგის III ხარისხის ორდენი

გააზიარე: