The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



რუსუდან გლურჯიძე

რუსუდან გლურჯიძე
Date of birth:21 July, 1972  (51 years)
Category:Composer, Filmmaker, Screenwriter

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1989-1991წწ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უცხო ენების ფაკულტეტზე ფრანგული ენისა და ლიტერატურის სპეციალობაზე; 1990-1996წწ. შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის კინოსა და თეატრის ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტზე.

1993 წლიდან  ეწევა აქტიურ სარეჟისორო მოღვაწეობას კინოსა და თეატრში. დამდგმელი რეჟისორია ფილმების: "ნოკტიურნი" (1995), "ოსკარი" (1995), "სხვისი სახლი" (2016); სცენარის ავტორია ფილმების: "ოსკარი" (1995), "ნოკტიურნი" (1995); პროდიუსერია ფილმის: "აპრილის სუსხი (2010); კომპოზიტორია ფილმის: "ნოკტიურნი"(1995). 2017 წელს მისი ფილმი "სხვისი სახლი" წარდგენილი იყო ამერიკის ეროვნული კინოაკადემიის პრემია "ოსკარზე", საუკეთესო უცხოენოვანი ფილმების ნომინაციაში. მიღებული აქვს 25-ზე მეტი ჯილდო, მისმა ფილმმა "სხვისი სახლი" არაერთი საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზი დაიმსახურა: ევრაზიის საერთაშორისო კინოფესტივალის გრან პრი, "Российской газета"-ს პრიზი სახალინის VI საერთაშორისო კინოფესტივალ "Край света" (რუსეთი), თბილისის მე-17 საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი პრიზი საუკეთესო ფილმისთვის (2016), კარლოვი ვარის 51-ე საერთაშორისო კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამის "East of the West" პრიზი "ბროლის გლობუსი" (2016), ბერგენის IFF პრიზი (ნორვეგია) ექსტრაორდინალური კინო ფილმისთვის (2016), რუსული კინოს აკადემიის პრემია "ნიკა" (2017).

წყარო: ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი : geocinema.ge

Member of Organizations

  • საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი

Share: