The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ექვთიმე (არქიმანდრიტი)

ოფიციალური სახელი:მჭედლიშვილი
დაბადების თარიღი:17??
გარდაცვ. თარიღი:1804
კატეგორია:სასულიერო პირი, წმინდანი

ბიოგრაფია

გარეჯის იოანე ნათლისმცემლის მონასტრის არქიმანდრიტი 1775-1804 წლებში. იყო ფილოსოფიასა და ღვთისმეტყველებაში დიდად განსწავლული, ერეკლე II-ისა და გიორგი XII-ის კარზე დაახლოებული პირი, სამეურნეო-ეკონომიკური საქმეების კარგი ორგანიზატორი. ექვთიმემ ააშენა ლეკების მიერ გადამწვარი სოფელი ხაშმი. აშენებდა ვენახებს, წისქვილებს, მიწაზე ასახლებდა უმიწაწყლო, გადმოხვეწილ გლეხებს. მისი ინიციატივით იოანე ნათლისმცემლის მონასტერს გადაეცა არაერთი ყოფილი სამეფო მამული. ექვთიმეს თაოსნობით სავანეში ითარგმნებოდა სასულიერო ლიტერატურა. მან საბა ნინოწმინდელის დავალებით, დაწერა  წმინდა ნინოს საგალობლები. 1797 წელს, როდესაც თბილისში შავი ჭირის ეპიდემიამ იფეთქა, უდაბნოს ბერები, ექვთიმეს ხელმძღვანელობით, ეხმარებოდნენ  ავადმყოფ და უპოვარ ხალხს. საქართველოს სამოციქულო ეკლესიამ, ეკლესიისა და ერისათვის დამაშვრალი მოღვაწე წმინდანად შერაცხა. ღირსი ექვთიმეს ხსენების დღეა 8 (21 აგვისტო).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.–გვ.114


გააზიარე: