Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ექვთიმე (არქიმანდრიტი)![]()
Biographyგარეჯის იოანე ნათლისმცემლის მონასტრის არქიმანდრიტი 1775-1804 წლებში. იყო ფილოსოფიასა და ღვთისმეტყველებაში დიდად განსწავლული, ერეკლე II-ისა და გიორგი XII-ის კარზე დაახლოებული პირი, სამეურნეო-ეკონომიკური საქმეების კარგი ორგანიზატორი. ექვთიმემ ააშენა ლეკების მიერ გადამწვარი სოფელი ხაშმი. აშენებდა ვენახებს, წისქვილებს, მიწაზე ასახლებდა უმიწაწყლო, გადმოხვეწილ გლეხებს. მისი ინიციატივით იოანე ნათლისმცემლის მონასტერს გადაეცა არაერთი ყოფილი სამეფო მამული. ექვთიმეს თაოსნობით სავანეში ითარგმნებოდა სასულიერო ლიტერატურა. მან საბა ნინოწმინდელის დავალებით, დაწერა წმინდა ნინოს საგალობლები. 1797 წელს, როდესაც თბილისში შავი ჭირის ეპიდემიამ იფეთქა, უდაბნოს ბერები, ექვთიმეს ხელმძღვანელობით, ეხმარებოდნენ ავადმყოფ და უპოვარ ხალხს. საქართველოს სამოციქულო ეკლესიამ, ეკლესიისა და ერისათვის დამაშვრალი მოღვაწე წმინდანად შერაცხა. ღირსი ექვთიმეს ხსენების დღეა 8 (21 აგვისტო). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.–გვ.114
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |