შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზურაბ ოიკაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის II მუსიკალური სასწავლებელი 1985 წელს(თეორიული), ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1990 წელს(მუსიკის თეორია). 1990-2000წწ. იყო ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასთან არსებული ექსპერიმენტული სკოლის პედაგოგი(მუსიკის თეორია); 1993-2005წწ. ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის თეორიული კათედრის მეცნიერ თანამშრომელი; პარალელურად 1994-2000წწ. მ. ფანიაშვილის სახელობის მუსიკალური პედაგოგიკის ინსტიტუტის პედაგოგი(მუსიკის თეორიის საგნები); 1997-2004წწ. გაზეთ "საქართველოს რესპუბლიკა" მუსიკალური განყოფილების რედაქტორი; 2001-2003წწ. საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელოვნების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, 2003-2004წწ. მინისტრის მოადგილე; 2004-2014წწ. ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის განვითარებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი, 2014 წელს სამხატვრო ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი; მუსიკისმცოდნე ჯ. ოიკაშვილის ვაჟიშვილი; მუსიკისმცოდნე-თეორეტიკოსი.ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ო. თაქთაქიშვილის ჰარმონიის სტილური თავისებურებანი", დაიცვა 2004 წელს. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 372 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |