The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზურაბ ოიკაშვილი

ზურაბ ოიკაშვილი
დაბადების თარიღი:23 იანვარი, 1967  (57 წლის)
კატეგორია:მუსიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის II მუსიკალური სასწავლებელი 1985 წელს(თეორიული), ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1990 წელს(მუსიკის თეორია).

1990-2000წწ. იყო ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასთან არსებული ექსპერიმენტული სკოლის პედაგოგი(მუსიკის თეორია); 1993-2005წწ. ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის თეორიული კათედრის მეცნიერ თანამშრომელი; პარალელურად 1994-2000წწ. მ. ფანიაშვილის სახელობის მუსიკალური პედაგოგიკის ინსტიტუტის პედაგოგი(მუსიკის თეორიის საგნები); 1997-2004წწ. გაზეთ "საქართველოს რესპუბლიკა" მუსიკალური განყოფილების რედაქტორი; 2001-2003წწ. საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელოვნების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, 2003-2004წწ. მინისტრის მოადგილე; 2004-2014წწ. ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის განვითარებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი, 2014 წელს სამხატვრო ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი; მუსიკისმცოდნე ჯ. ოიკაშვილის ვაჟიშვილი; მუსიკისმცოდნე-თეორეტიკოსი.ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ო. თაქთაქიშვილის ჰარმონიის სტილური თავისებურებანი", დაიცვა 2004 წელს.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 372

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კომპოზიტორთა კავშირი, წევრი
  • საქარტველოს თეატრალური კავშირი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2002 - გაზეთ "ახალი ეპოქის" პრემია
  • 1999 - წლის საუკეთესო ჟურნალისტი

გააზიარე: