Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ექვთიმე III (საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი)![]()
Biographyექვთიმე III იყო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი XIV საუკუნის I ნახევარში. გიორგი ბრწყინვალესთან ერთად ენერგიულად შეუდგა მონღოლთა ბატონობის შედეგად დარღვეული სახელმწიფო წესრიგის აღდგენას. მონაწილეობდა საკანონმდებლო დარბაზის მუშაობაში, რომელმაც მთის მოსახლეობისათვის კანონები შეიმუშავა ("ძეგლის დადება მეფეთ მეფე გიორგის მიერ"). ექვთიმე III იღვწოდა მთიულეთ-ხევის მოსახლეობაში შერყეული ქრისტიანობის ზნეობრივი ნორმების მოსაწესრიგებლად. ზრუნავდა საზღვარგარეთის ქართული და არაქართული ქრისტიანული მონასტრების მატერიალურ-მორალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. 1334 წელს ექვთიმე III-მ პალესტინის საბაწმინდის მონასტერს შეწირულება გაუგზავნა. დაახლოებით ამავე პერიოდში დაეხმარა იერუსალიმის ჯვრის მონასტერს, რისთვისაც მას საუკუნო აღაპი დაუწესეს. მოხსენიებულია სინას მთის მონასტრის სულთა მატიანეში. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.–გვ.114
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |