შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ჯემალ ოიკაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის II მუსიკალური სასწავლებელი, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1964 წელს(მუსიკის თეორია). 1968-1970წწ. იყო თბილისის II მუსიკალური სასწავლებლის პედაგოგი(თეორიული საგნები); 1970-2007წწ. ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორის პედაგოგი(თეორიული საგნები), 1974-1984წწ. თეორიულ-საკომპოზიციო ფაკულტეტის დეკანი, 2005 წლიდან პროფესორი; თხზულებები: საფორტეპიანო პიესები მოსწავლეთათვის, რომანსები, საფორტეპიანო ვარიაციები, "მუსიკალური ჩანახატები", სიმებიანი კვარტეტი; მუსიკისმცოდნე ზ. ოიკაშვილის მამა; მუსიკისმცოდნე-თეორეტიკოსი, ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ზაქარია ფალიაშვილის ჰარმონიული ენის სტილისტური თავისებურებები", დაიცვა 1983 წელს. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 372; წიგნი ღირსებისა: ტ. 5 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.52 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |